ამ ტრენინგმა ნამდვილად ბევრი რამ მასწავლა. პროექტ-გაკვეთილი ერთ-ერთი საინტერესო პროცესია, მოსწავლეები ხალისით ერთვებიან პროექტებში, რადგან პროექტი სცილდება საგაკვეთილო პროცესებს და გაკვეთილი უფრო საინტერესო ხდება. ხშირად გამოვიყენებ სწავლების პროცესში. ncp.ge-ზე განთავსებული ინფორმაციები გამოგვადგება პროექტის სწორად წარმართვაში. ამ ტრენინგის ფარგლებში ვისწავლეთ ბლოგზე მუშაობა, რაც ძალიან მაინტერესებდა...უღრმესი მადლობა ტრენერს ბატონ ლევან ღურწკაიას და მასწავლებელთა სახლს საინტერესო ტრენინგებისთვის!